Connect failed: %s Access denied for user 'hs0001983_alaznis'@'localhost' (using password: YES) HOTEL ALAZNIS VELI







სასტუმრო

სასტუმრო "ალაზნის ველი" მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში, ცენტრიდან 1 კმ დაშორებით. სასტუმრო მოიცავს როგორც ნომრებს, ასევე საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები.
სასტუმროში განთავსებულია 50 ნომერი.ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი აქსესუარებით, რაც თქვენს კომფორტულ განთავსებას უზრუნველყოფს. სასტუმროს რესტორანი განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.
სასტუმროს აქვს ბიზნეს-ცენტრი და დარბაზები საქმიანი შეხვედრებისათვის. სასტუმრო „ალაზნის ველი“ გთავაზობთ 30, 50, 100 და 200 კაციან საკონფერენციო დარბაზებს, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით - აუდიო აპარატურა, პროექტორი, დაფა, უკაბელო ინტერნეტი. სურვილისამებრ შესაძლებელია მრავალფეროვანი ყავის შესვენების (Coffee Break) ორგანიზება.
სასტუმროში ფუნქციონირებს 24 საათიანი მიმღები.
სასტუმრო "ალაზნის ველი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მათზე მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
სასტუმრო „ალაზნის ველი“ თელავში გთავაზობთ სარესტორნე კომპლექსს „კახურ ეზოს“. თქვენს განკარგულებაშია თანამედროვე და ძველებური ტიპის რესტორანი. „კახურ ეზოში“ თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ პური ტრადიციული ქართული მეთოდით, მიიღოთ მონაწილეობა ხინკლის დამზადებაში, მწვადის შეწვასა და ჩურჩხელის ამოვლებაში, ასევე ჭაჭის არყის გამოხდაში. შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ნატურალური ღვინო(დამზადებული ოჯახურ პირობებში) პირდაპირ ქვევრიდან.
სასტუმრო „ალაზნის ველის“ პერსონალი მზადაა დაგეხმაროთ ტურების დაგეგმვაში, ღვინის დეგუსტაციის ორგანიზებაში და თქვენი სურვილისამებრ მოაწყობს როგორც სადღესასწაულო, ასევე საქმიან შეხვედრებს ყველა დეტალის გათვალსწინებით.
მობრძანდით და ისიამოვნეთ ტრადიციული კახური სტუმართ-მასპინძლობით სასტუმრო "ალაზნის ველში"