საკონფერენციო დარბაზი
სასტუმრო „ალაზნის ველის“ ბიზნეს-ცენტრი მოიცავს ოთხ სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს. დარბაზები განკუთვნილია 30, 50, 100 და 200 კაციანი ბიზნეს შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.
საკონფერენციო დარბაზები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით - აუდიო აპარატურა,
პროექტორი, დაფა, უკაბელო ინტერნეტი. დარბაზების მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ნებისმიერი განლაგებით.
სურვილისამებრ შესაძლებელია მრავალფეროვანი ყავის შესვენების (Coffee Break) ორგანიზება.
ჩვენ გაძლევთ საშუალებას ერთ სივრცეში დაგეგმოთ და განახორციელოთ ნებისმიერი ტიპის ღონისძიება. ჩვენ გთავაზობთ საქმიანი შეხვედრებისთვის საუკეთესო გარემოს და პირობებს, მრავალფეროვან ყავის შესვენებას და ასევე უზრუნველვყოფთ თქვენს კომფორტულ განთავსებას სასტუმროში.