ჩვენს შესახებ
სასტუმრო "ალაზნის ველი" თელავში გთავაზობთ განთავსებას, სარესტორნე და საკონფერენციო მომსახურებას, აგრეთვე ტურების, მარნიდან ღვინის დეგუსტაციისა და სხვადასხვა მასტერკლასების ორგანიზებას.
სასტუმროში 50 ნომერია, რომელთა უმრავლესობას აქვს აივანი ულამაზესი ხედით კავკასიონის ქედსა და ალაზნის ველზე.
სასტუმროს გააჩნია ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი 4 საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროს რესტორანი განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური სტუმრებისთვის, ასევე კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.